აფრიკული სირაქლემა Struthio camelus


აფრიკული სირაქლემა დღეს არსებულ ფრინველთა შორის ყველაზე დიდი ზომისაა. ბინადრობს აფრიკის სავანებში, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში. მახვილი მხედველობისა და სმენის წყალობით მტაცებლების მოახლოებას შორიდან იგებს. დამფრთხალი სირაქლემა მიწაზე განერთხმება, ან გარბის. დადევნებისას შეუძლია 70 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. იმ შემთხვევაში, თუ გასაქცევი
არ აქვსთავისი ძლიერი ფეხებით შეტევაზე გადადის. მას ადვილად შეუძლია სასიკვდილო ჭრილობა მიაყენოს ნებისმიერ მტაცებელს. სირაქლემა ყველაზე დიდ კვერცხს დებს, რომელიც 1,4 კილოგრამს იწონის. გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ შეშინებული სირაქლემა თავს ქვიშაში რგავს, მცდარია.

სამხრეთ ამერიკული ნანდუ თავგანწირვით იცავს წიწილებს. ეს ქცევა ყველა ზრდასრულ ნანდუსნაირს ახასიატებს. მამრი რამდენიმე მდედრს ანაყოფიერებს და შემდეგ ყველა კვერცხზე ერთად კრუხობს ზოგჯერ მათი რიცხვი 80 კვერცხს აღემატება.


ბევრი ფრინველი სიარულით სირბილით ან ხტომით გადაადგილდება, თუმცა ისინი მაინც ფრენის სიმბოლოდ არიან მიჩნეული. ისინი, რომლებიც სავანებში, უდაბნოებსა და ღია ადგილებში ბინადრობენ, ძირითადად, სირბილით გადაადგილდებიან. ამ ფრინველების უმეტესობა ცუდად დაფრინავს, ზოგიერთები კი, საერთოდ, მოკლებული არიან ფრენის უნარს.

ავტორი ანა ღვინიანიძე