გედები იხვისებრთა ფრინველები არიან. მათი წონა 13კგ აღემატება. ისინი კარგად ფრინავენ
და ცურავენ, ცუდად დადიან და ვერ ყვინთავენ. გედებს 6 სახეობა გაერთიანებულია 2 გვარში:
cyghus და chenopsis. პირველი მოიცავს 5 სახეობას რომლებიც
გავრცელებულები არიან ევროპაში, აზიაში და ამერიკაში; მეორე გვარში შედის ერთი სახეობა
შავი გედი, რომლებიც ავსტრალიასა და ტასმანიაში, ბინადრობს. საქართველოში მხოლოდ მიმოფრენისას
გვხვდება სისინა გედი და მყივანი გედი.
გამრავლება – გედები მონოგამები არიან, ანუ სიცოცხლეს ატარებს ერთ მეწყვილესთან. მამალი გედი ეხმარება
დედალს ბუდის შენებაში. დებენ 5-7 კვერცხს. დედალი 35-40 დღის განმავლობაში კრუხობს. კვერცხებზე მხოლოდ მდედრი ზის, მაგრამ
ბარტყებზე ორივე ერთნარად ზრუნვს.
იკვებებიან მცენარეული საკვებით და უხერხემლო ცხოველებით.
ზოგან გედს სარეწაო მნიშვნელობაც აქვს. გამოსადეგია გედის ბუმბული და ხორცი. სისინა
გედს აშინაურებენ კიდეც. ასევე გედების სხეული დაფარულია ხშირი წყალგაუმტარი ბუმბულით,
რადგან ზამთარში მათი სხეული არ გაიყინოს.
მარიამ ფირცხალაიშვილი