ეს ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. ევრაზიაში
გავრეცელებულ მტაცებელ ფრინველებს შორის ყველაზე დიდია. სიგრძე 98-120 სმ, ხოლო ფრთაგაშლილობა კი 250-310 სმ-ს აღწევს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მფრინავი ფრინველიცაა და მისი წონა 7-14 კგ-ია.
გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. ვერტიკალურად ზღვის დონიდან 3300 მ.-მდე ადის. ამიტომ
ჰაერში პლანირებისათვის და ენერგიის დასაზოგად, ის ოსტატურად იყენებს თბილი ჰაერის აღმავალ დინებებს. საქართველოში ცხოვრობს მთებში, ზეგნებსა და ღია ადგილებში.
ახალგაზრდა ფრინველის მოყავისფრო-მოშავო შეფერილობა ასაკის მატებასთან ერთად მუქი ყავისფერი ხდება. თავი და კისერი თითქმის მთლიანად ღია ფერის ღინღლით არის დაფარული. გამონაკლისს წარმოადგენს ყელი და თვალის გარშემო არე,
რომელიც შავია.
სვავები მუდმივ წყვილებს ქმნიან. ბუდეს იკეთებენ ძნელად მისასვლელ ადგილებში- ხეებზე, იშვიათად კლდეებზე. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. დედალი სვავი მარტში ერთ კვერცხს დებს. ინკუბაცია 55 დღეს გრძელდება. კრუხობს ორივე „მშობელი“ მორიგეობით. სვავები მძორით იკვებებიან, დიდრონ ძვლებსაც ყლაპავენ და კარგად ინელებენ, იშვიათად ცოცხალ ცხოველებსაც (მღრღნელები, ხვლიკები,
კუ, ბატკანიდამისთ.) ეტანებიან. გამაძღარ
სვავს ფრენა უჭირს. დაბალი რეპროდუქციის გამო მეტად მცირე რიცხოვანია. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. დღესდღეობით ჩვენ და სამწუხაროდ, ევროპის საზღვრებში სვავი გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება. ასევე რთული მდგომარეობაა ინდოეთსა და პაკისტანში, სადაც სამი სახეობის სვავების პოპულაცია
95%-ით შემცირდა. ინდოეთში, სვავების პოპულაციის ასეთმა შემცირებამ ჰიგიენური პრობლემები წარმოქმნა. მკვდარი ცხოველების ლეში ან იხრწნებოდა, ან მას გარეული ძაღლები და ვირთხები ჭამდნენ.
ზურა
კლდიაშვილი