<<< მთავარი
ფრინველები - Aves
ფრინველები ხერხემლიან ცხოველთა კლასია. არიან თბილსისხლიანები.
მათი კანი მშრალია, ჯირკვლების გარეშე. სხეული
დაფარულია ბუმბულით, აქვთ ფრთები, ორი ფეხი და
გადაადგილების ძირითად ფორმას წარმოადგენსფრენა.ახასიათებთ მტკიცე და მსუბუქი
ჩონჩხი- ძვლები ღრუიანიადა ჰაერითაა ამოვსებული. სუნთქავენ ფილტვების საშუალებით -
დამახასიათებელია ორმაგი სუნთქვა. აქვთ ოთხსაკნიანი გული, ინტენსიური ნივთიერებათა
ცვლა და სხეულის მაღალი ტემპერატურა (37,80-45,50).ფრინველებს ახასიათებთ კარგად განვითარებული სმენა, მხედველობა
და წონასწორობის დაცვის უნარი აქვთ.საბგერი აპარატი მაღალგანვითარებულია. კვერცხისმდებელი ცხოველებია.